მოიძიეთ სასურველი ინფორმაცია

ძველი თბილისი

ძველი თბილისი

  ერთდღიანი საფეხმავლო ტური საქართველოს ულამაზეს დედაქალაქ თბილისში. ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ ძველ ქალაქს და ისტორიულ ცენტრს, სადაც თქვენ გაივლით ძველ ვიწრო ქუჩებში და ნახავთ დედაქალაქის უძველეს და ულამაზეს სახლებს, ფერადი ხის აივნებით, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშებს. 

  ტური დაიწყება სამების საკათედრო ტაძრიდან, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მართმადიდებლური ტაძარი.  შემდეგ გადავალთ მეტეხის ეკლესიაში (12-13 საუკუნე) და მოვინახულებთ თბილისის დამაარსებელი მეფის ვახტანგ გორგასლის ქანდაკებას. საბაგიროს მეშვეობით ავალთ ნარიყალას ციხეზე და ასევე მოვინახულებთ ქართლის დედის ქანდაკებას, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ გასაოცარი ხედით ქალაქზე. ფეხით ჩამოვალთ გოგირდის აბანოებთან, მოვინახულებთ თანამედროვე არქიტექტურის შედევრს “მშვიდობის ხიდს” და გავუყვებით შარდენის ქუჩას, უამრავი პატარა კაფეებით და რესტორნებით დატვირთულს.

  ტურის განმავლობაში ასევე თქვენ მოინახულებთ სიონის ტაძარს, რომელიც 6-7 საუკუნით თარიღდება და რეზო გაბრიაძის ცნობილი მარიონეტების თეატრის საათის კოშკს.

 

ტურის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი.