მოიძიეთ სასურველი ინფორმაცია

თბილისი-მცხეთა ტური

ტურის დასაჯავშნად გაიარეთ ავტორიზაცია.

ავტორიზაცია

თბილისი-მცხეთა ტური

                                                                       აღმოაჩინე თბილისი & მცხეთა

 

ტურის ღირებულება : 180 აშშ $

ტურისტების რაოდენობა: 1-6 პერსონა

ტურის ღირებულებაში შედის:

  • “Smile Tours”-ის პრემიუმ ხარისხის მომსახურება - ტურის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
  • ტურის განმავლობაში ტრანსპორტირება (ინგლისურ/რუსულენოვანი მძღოლის სერვისი, ტრანსპორტითა და საწვავით);
  • ინგლისურ/რუსულენოვანი გიდის სერვისი;

ღირებულებაში არ შედის:

  • ტურის განმავლობაში კვება.

 

თბილისი-მცხეთა-თბილისი

  • გამგზავრების დრო 10:00 თქვენი სასტუმროდან/ბინიდან(გამგზავრების დრო შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის შესაბამისად);
  • ჯვრის მონასტერი - მეექვსე საუკუნის ქართული მართლმადიდებლური კომპლექსი მცხეთასთან ახლოს. მონასტერი  მტკვრისა და არაგვის მდინარეების შესართავთან, კლდოვან მთაზე მდებარეობს და გადაჰყურებს მცხეთის ქალაქს, რომელიც ყოფილი იბერიის სამეფოს დედაქალაქი იყო. მცხეთის სხვა ისტორიულ ნაგებობებთან ერთად, ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული;
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი,რომელიც თარიღდება მეთერთმეტე საუკუნით. იმის გამო, რომ სვეტიცხოველში დაკრძალულია იესო ქრისტეს კვართი, ეს ტაძარი ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება საქართველოში;
  • განახლებული მცხეთა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ეროვნული სამზარეულოთი, დააგემოვნოთ ქართული დელიკატესი “ჩურჩხელა” , მსოფლიოსთვის ცნობილი ქართული ღვინო და შეიძინოთ სუვენირები;
  • გასეირნება ძველ თბილისში - ქალაქი გთავაზობთ უამრავ ღირსშესანიშნაობას, რომელთა უმრავლესობა ძალიან ძველია. თქვენ ისიამოვნებთ ჭრელი სახლებით, ხის აივნებითა და არქიტექტურის საოცარი ნიმუშებით. ტური იწყება მეტეხის ეკლესიიდან (12-13 საუკუნე),საიდანაც ბრწყინვალე ხედი იშლება ძველ თბილისზე. მოგვიანებით კი გასეირნება ისტორიული ქარვასლის მიმართულებით. სიონის ტაძრის(6-7 საუკუნე), მშვიდობის ხიდისა და საათის კოშკის მონახულება. ამის შემდეგ გავემგზავრებით ჩვენი ტრანსორტით “ქართლის დედის” მიმართულებით და მთელ ქალაქზე პანორამული ხედით დავტკბებით. მოგვიანებით - გასეირნება ნარიყალას ციხესიმაგრესთან (მე-4-ე საუკუნე) და ჩვენი ტური დასრულდება აბანოების უბანში ულამაზესი ჩანჩქერის მონახულების შემდეგ;
  • 18:00 ტურის დასრულების დრო.