მოიძიეთ სასურველი ინფორმაცია

გორი-უფლისციხე

გორი-უფლისციხე

                                                                                აღმოაჩინე გორი & უფლისციხე     

 

ტურის ღირებულება : 160 აშშ $

ტურისტების რაოდენობა: 1-6 პერსონა

ტურის ღირებულებაში შედის:

  • “Smile Tours”-ის პრემიუმ ხარისხის მომსახურება - ტურის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
  • ტურის განმავლობაში ტრანსპორტირება (ინგლისურ/რუსულენოვანი მძღოლის სერვისი, ტრანსპორტითა და საწვავით);
  • ინგლისურ/რუსულენოვანი გიდის სერვისი;

ღირებულებაში არ შედის:

  • სტალინის მუზეუმში შესვლის საფასური - 10ლარი(ერთი პერსონა).
  • უფლისციხეში შესვლის საფასური - 3ლარი(ერთი პერსონა).
  • კვება ტურის განმავლობაში.

 

თბილისი-გორი-უფლისციხე-თბილისი

  • გამგზავრების დრო 10:00 თქვენი სასტუმროდან/ბინიდან.(გამგზავრების დრო შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის შესაბამისად);
  • გორის ციხის მონახულება - მეცამეტე საუკუნის ციხესიმაგრე,მდებარეობს კდოვან ბორცვზე ქალაქ გორში, შიდა ქართლის რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში. ციხესიმაგრე მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებთან დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე,რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე იყო სტრატეგიული მნიშვნელობის და არაერთხელ იქნა დალაშქრული შეიარაღებული ძალების მიერ.
  • სტალინის მუზეუმი - იოსებ სტალინი გახლდათ საბჭოთა კავშირის ლიდერი. მუზეუმის კომპლექსი მოიცავს მემორიალურ სახლს, სადაც სტალინი დაიბადა, ექსპოზიციის შენობას კოშკით და სტალინის პირად ავტომობილს ინტერიერით,რომლითაც ის გაემგზავრა თეირანში,იალტასა და პოტსდამში; სამუზეუმო სახლებს, სტალინის პირად ნივთებს, კრემლის სასწავლო დარბაზს, ხელნაწერებს, საჩუქრებს მთელი მსოფლიოდან, სტალინის ნიღაბს da ნახატებს.
  • უფლისციხე - უძველესი კლდოვანი ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში,აშენებულია მდ.მტკვრის მარცხენა მაღალ კლდოვან სანაპიროზე. იგი მოიცავს სხვადასხვა სტრუქტურებს რკინის ხანიდან შუა საუკუნეებამდე და გამოირჩევა ანატოლიისა და ირანის მრავალფეროვანი სტილის ქვათლილი კულტურების უნიკალური კომბინაციებით ,აგრეთვე წარმართული და ქრისტიანული არქიტექტურის თანაარსებობით.
  • 18:00 დაბრუნება თბილისში.